შეხვედრა თურქეთის ელჩთან
საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი ასევე შეეხო შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობას მისი შემდგომი განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონის ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.