შეხვედრა თელავში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – კისისხევისნასამხრალისა და წინანდლის მცხოვრებლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

საუბარი შეეხო განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

ადგილობრივებმა ყურადღება სოფლებში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს. პრიორიტეტულ საკითხებად დასახელდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, ასევე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასაქმება.