შეხვედრა თბილისის მერიაში

დედაქალაქის მერმა 30-ამდე დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელთან ონლაინ-შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე და ფინანსური დირექტორი, ნოდარ ჭიჭინაძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს მათ კოსტავას 68 ნომერში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გასხვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აუქციონის პირობები ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე 16 ივნისს განთავსდა. აუქციონი 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შენობის საწყისი ღირებულება 40 მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტია ეროვნულ ვალუტაში.