შეხვედრა სტაჟიორებთან

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად 35 ახალგაზრდა გადის სტაჟირებას. ისინი სხვადასხვა პოზიციაზე არიან განაწილებული: სოციალური მედიის მენეჯერები, კორესპონდენტები, ოპერატორი, პროდიუსერის ასისტენტი და მემონტაჟე. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტაჟირების პროგრამის მიმართ ახალგაზრდებში მაღალი ინტერესია. ერთი წლის განმავლობაში პროგრამა უკვე 120 ახალგაზრდამ გაიარა, აქედან 30 უკვე საქართველოს პირველი არხის თანამშრომელია. პირველი არხი, რამდენიმე უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს როგორც სტუდენტებისთვის სტაჟირების შეთავაზების, ასევე სასწავლო აქტივობებში მათი ჩართულობის კუთხით.