შეხვედრა სომეხ კოლეგასთან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სომეხ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებს. თეა გიორგაძემ დელეგაციის წევრებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც.