შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში

შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან შეხვედრა გამართა. უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობასაც. საუბრის თემა იყო საქართველოსთვის გერმანიის მიერ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხიც. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებთანაც გამართავს.