შეხვედრა შარლ მიშელთან - უმრავლესობის შეფასება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად აფასებენ მმართველი გუნდის წევრებიც. ოპოზიციის ბრალდებებს კი „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ზედმიწევნით იცავს დოკუმენტში არსებულ დებულებებს. მათი თქმით, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები არ თანამშრომლობენ შეთანხმების შესასრულებლად.