შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან

საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები და  ჭარბვალიანობა  – ეს საკითხები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან განიხილა.

აღინიშნა, რომ პარლამენტმა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მათ შორის, საბანკო და საგადასახადო მიმართულებით.

მიზანი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა იყო.