შეხვედრა საქართველოში ჩინეთის ელჩთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ლევან მგალობლიშვილმა ჩინელ დიპლომატს აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.