შეხვედრა სახალხო დამცველთან

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს. მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია ლევან იოსელიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით. საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს.