შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

12:12, 19.09.2026

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებები და მათთან დაკავშირებით საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გაერო-ს დღის წესრიგში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.

 

მსგავსი