შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. საუბრის თემა იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მისი გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგსა და პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონულ კონტექსტში და შავი ზღვის რეგიონის პოტენციალის შემდგომ განვითარებას. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.