შეხვედრა სადამკვირვებლო მისიებთან

წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები იყო მთავარი თემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ბოკუჩავას განცხადებით, „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის მისიას“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ საკითხზე პარტიის პოზიცია დააფიქსირა.

საუბარი შეეხო საარჩევნო ცვლილებებს. თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს კენჭისყრის მეორე დღეს გაახმაურებს, შემდგომ კი წერილობით დასკვნა მომზადდება.