შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელმა მიიღო. მხარეებმა ის საკითხები წარმოადგინეს, რომლის გადაჭრასაც მნიშვნელოვნად თვლიან. საუბარი შეეხო სკოლებში რელიგიურ განათლებას, საკულტო ნაგებობების რეგისტრაციის, რელიგიური კონფესიების დაფინანსების, ასევე მათთვის საგადასახადო და სხვა შეღავათების საკითხს და ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ისინი ამ საკითხებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დააყენებენ და მათ სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვას მოითხოვენ.