შეხვედრა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად

15:28, 18.09.2026

წამყვან ამერიკელ ღვინის პროფესიონალებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მხარეებმა ისაუბრეს ქართული ღვინის შეერთებულ შტატებში პოპულარიზაციის, მისი ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აქცენტი გაკეთდა მარკეტინგულ კამპანიებზე. ღვინის პროფესიონალები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ 11 მარანს და კომპანიას ესტუმრნენ.

გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს, ქართული მეღვინეობის როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციულ მიდგომებს.

მსგავსი