შეხვედრა პრეზიდენტთან 

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს განაგრძნობს.

ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა ამჯერად თამაზ მეჭიაურსა და კონსტანტინე გამსახურდიას უმასპინძლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტისგან შეთანხმების მიღწევის სურვილი ნამდვილად ჩანს და მნიშვნელოვანია, პროცესში არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთონ. შეხვედრაზე პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ვადამდელი არჩევნებისა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე.