შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით – მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში
პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრამდე ოთხი საათი რჩება. ვინ მიდის და ვინ არა სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე. პოლიტიკურ სპექტრს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ელოდება. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსაც შეეხება, მათ შორის პოლარიზების დასრულების საჭიროებაზე გაკეთდება აქცენტი.