შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი ნატო-სთან საქართველოს ახალდანიშნულ წარმომადგენელს, ირაკლი ბერაიასა და კატარში საქართველოს ელჩს, ვარლამ ავალიანს შეხვდა. ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედიაპლატფორმას აერთიანებს, 2019-2021 წლებში იყო „სტუდია მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორი.