შეხვედრა პრემიერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მექსიკაში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. 2023 წლიდან მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. იყო კონსული ისრაელში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.