შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შორის შედგა.

ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. მარია ბურიჩი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. მოგვიანებით მაღალი რანგის სტუმარს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.