შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მეორე მოიცავს 2022-2030 წლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.