შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა საქართველოს პრემიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს.