შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ოფიციალური მიწვევები გადასცა, გაერო-ს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ-დაბიში და მსოფლიო მთავრობათა სამიტზე გაიმართება და დუბაი უმასპინძლებს.