შეხვედრა პენიტენციურ უწყებაში
ელენე ხოშტარიას ექიმებს – ანი ქავთარაძეს, მაკა იოსელიანსა და პენიტენციური სამსახურის დირექტორ გიორგი პატარიძეს შორის შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკურნალმა რევმატოლოგმა, მაკა იოსელიანმა განაცხადა, რომ პაციენტს კვლავ მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია დაადასტურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმაც. მისი განმარტებით, მსჯავრდებულ ხოშტარიას მაკა იოსელიანი ციხეში ორშაბათს მოინახულებს, რის შემდეგაც, მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები გადაწყდება.