შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ განსახორციელებელ რეგულაციებზე იმსჯელეს.

შეხვედრა ევროპის საბჭოსა და პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა. განხილვის საგანი რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები იყო.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მომავალი ორი წლის საქმიანობა ისე დაიგეგმება, რომ ქვეყანაში ადამიანთა თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს.