შეხვედრა პარლამენტში

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა სტრატეგიას პარლამენტს წარუდგენს. დოკუმენტი ეხება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის დახვეწას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ამ დოკუმენტის გაცნობა მნიშვნელოვანი საკითხია, შემდგომში კი მისი მიღება იქნება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის. პროცესს დეპუტატებიც ესწრებიან.