შეხვედრა პარლამენტში

ერთობლივ კანონპროექტზე მუშაობენ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა  საქართველოსთვის“ და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი. ინიციატივა 19-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ერთჯერადი და ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნას ითვალისწინებს. საკითხზე ფრაქციის წევრებმა 20 ივნისი მოვლენების დროს დაშავებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. ფრაქციის წევრების თქმით, მსგავსი კანონპროექტი დაეხმარებათ დაზარალებულებს სტატუსის მიღებაში და შემდგომში გამორიცხავს მსგავსი ფაქტების არ გამოძიებას.