შეხვედრა პარლამენტში

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა ცვლილებები დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილეს. ცვლილებები ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კანონმდებლობით შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების წესი, ასევე დისკუსიის საგანია გადაწყვეტილების ღიაობის საკითხი.

დატოვე კომენტარი