შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდნენ.

განხილვის თემა, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იყო. არამოსამართლე წევრების განცხადებით, ეს პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და უნდა შეჩერდეს. მათი შეფასებით, ხდება სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ინტერესების გატარება, რაზეც მეტყველებს წინასწარ შეთანხმებული სია. დამოუკიდებელი დეპუტატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გარდა, შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც დაესწრო. პოლიტიკოსების განცხადებით, სასამართლო სისტემაში პროცესები ნეპოტიზმით იმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას 17 ივლისიდან დაიწყებს, რის შემდეგაც საბოლოო სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.