შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩ, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე. თურქეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მზაობა გამოხატა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმდინარე და მომავალი საკითხები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო ვითარება, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარების საკითხებს.