შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორს, გერტ იან კოოპმანს დახურული შეხვედრის ფორმატში ესაუბრნენ. შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა. განხილვის მთავარი თემა 12 რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი იყო. შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს. რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.