შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების, – პიპილეთის, ირისა და ქვედრულას, – მოსახლეობას შეხვდა. აუდიენციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისაუბრეს განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებზე. მიმდინარეობს მუნიციპალური პროექტები – გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები.