შეხვედრა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებთან

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. ღონისძიება რუსთავში, გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასვლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. დისკუსიას  სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ.