შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან - რეაქციები თბილისში

პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის გარშემო.

ნატოს ამ დრომდე არ განუმარტავს, თუ რატომ გამოცხადდა საქართველოს პრემიერსა და ალიანსის გენერალურ მდივანს შორის გაუქმებულად შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათში სტოლტენბერგის საცხოვრებელ რეზიდენციაში შედგა. მმართველი გუნდი მიზეზად სტოლტენბერგის ჯანმრთელობას ასახელებს და ოპონენტების ნაწილს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი კომენტარების გამო მწვავედ აკრიტიკებს, რადგან ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გუშინ არაერთი ვერსია გაჟღერდა. იყო რადიკალური შეფასებებიც იმის შესახებ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენების ფონზე ნატომ აუდიენცია დემონსტრაციულად ჩაშალა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი გაცილებით თავშეკავებული აღმოჩნდა – ცალკეული ოპოზიციური პარტიები შეხვედრის ჯერ გაუქმების და შემდეგ დროის და ადგილმდებარეობის შეცვლის მიღმა პოლიტიკურ მიზეზებს ვერ ხედავენ. ამიტომ რადიკალურ განცხადებების ავტორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გუშინდელი განცხადებების გამო ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაზე ოპოზიციური სპექტრიდანაც მიუთითეს.