შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან

15:29, 05.08.2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. განიხილეს აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. მსოფლიო პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

მსგავსი