შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებსა და სამგორის რაიონში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე სოზარ სუბარმა განათლების სისტემასა და  საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპზე ისაუბრა. ასევე, ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის მუშაობის პრინციპი.    მაჟორიტარობის კანდიდატს სამგორის რაიონში მცხოვრებმა სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიდეომასალა პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.