შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდა. გოგი მეშველიანმა მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სოფელ ზვარეთში ახალი სკოლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. ისაუბრეს გაზიფიცირების პროექტის დასრულებასა და გზების მოწესრიგებაზე.

მეშველიანის თქმით, ცნობილია ამ სოფლების მოსახლეობის საჭიროებები და მიმდინარეობს მათ მოსაგვარებლად მუშაობა.