შეხვედრა მოხალისეთა მომზადების ცენტრში

18:20, 27.08.2026

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ. სტუმრები ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე პროექტებს, სასწავლო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის გავლენასა და სანდო ინფორმაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

მსგავსი