შეხვედრა მინსკში

12:17, 19.11.2026

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა დღეს მინსკში გაიმართება.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი ჰუმანიტარულ, სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებს შეეხება.

მსგავსი