შეხვედრა მინსკში – შეფასებები
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის შეხვედრას მინსკში მმართველი გუნდი აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორმატი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.
მინსკის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გუშინ გაიმართა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას. დისკუსიის თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც.