შეხვედრა ლონდონში

ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვას ქართული დელეგაცია ამჯერად დიდ ბრიტანეთში შეეცდება.

ლონდონში ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან. ეს იქნება გასხვავებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით რამდენიმე დისკუსია იგეგმება. საქართველოს პირველი დიპლომატი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ხვალ კი დავით ზალკალიანი ალიანსის სახალხო დიპლომატიის ფორუმს დაესწრება. ცალკე დისკუსია დაეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ამ კონტექტსში საქართველოს როლზე საუბარსაც.

ანა ბროლაძე ლონდონიდან.