შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის მირ შემნილი პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომეო ფარულავას საკითხი განიხილა და ის პოლიტიკურ დევნილად ცნო. როგორც თავად ფარულავა ამბობს, ის 20 იანვარს საკუთარი მანქანით გადაადგილების დროს გააჩერეს და ბრალად ნარკოტიკული ნოვთიერების მოხმარება და შენახვა წაუყენეს. თუმცა ეს მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით დაუდგინეს. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ფარულავას წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკური მოტივითაა დაწყებული, ვინაიდან რომეო ფარულავას შვილი, ნიკა ფარულავა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტიური წევრია. კომისიის წევრები განმარტავენ, რომ ისინი პოლიტიკური დევნილის სტატუსს ევროსაბჭოს კრიტერიუმებით ადგენენ და საქმეებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უგზავნიან.