შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებით

107 დაღუპული და 4500-მდე დაინფიცირებული, 800-მდე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი რუკის თანახმად, ასეთია ბოლო მონაცემები კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმული და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანი იყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირების ახალი ფაქტი გერმანიაში გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ვირუსის მეოთხე შემთხვევაა. სამი შემთხვევა საფრანგეთში დაფიქსირდა.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, ტარდება პრევენციული ზომები.

თამარ ნადარეიშვილი გვერთვება დეტალებით.