შეხვედრა კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრში 

18:45, 06.03.2026

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. მინისტრმა ხელნაწერთა ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან ერთად დაათვალიერა საცავები, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მემორიალური მუზეუმ-კაბინეტი. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის სამინისტროსა და ხელნაწერთა ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე; განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მსგავსი