შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი. მხარეებმა ის რეფორმები შეაჯამეს, რომელიც ქვეყანაში ჯანმო-ს მხარდაჭერით განხორციელდა. საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების სისტემის შექმნას.