შეხვედრა ივენთ-კომპანიებთან

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ღონისძიებების ორგანიზატორ ე.წ. ივენთ-კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიიდან გამომდინარე ვითარება და არსებული პრობლემები განიხილა. შეხვედრაზე, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება კონკრეტული სამუშაო პლატფორმა და სამოქმედო გეგმა, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს ინდუსტრიას კოვიდის პერიოდში. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე და  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.