შეხვედრა IRI-ის წარმომადგენლებთან

არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. საქართველო მყოფი ევროპარლამენტარები დილიდან პოლიტიკურ სპექტრს ხვდებიან. სადამკვირვებლო დელეგაციას საქართველოს პრემიერი შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა  შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის, სასამართლო სისტემის შემდგომი დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე. შეხვედრისას ასევე  პოზიტიურად შეფასდა პრემიერის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი სამეზობლო ფორმატის შექმნის შესახებ.  მანამდე კი, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ოპოზიციას შეხვდნენ. შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ევროპული საქართველოს“,  „ლელოს“, „დროასა“ და    ”საქართველოსთვის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი წინასაარჩევნო გარემო იყო.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, წინასაარჩევნოდ ხდებოდა დაშინება და ძალადობა, რომელზეც საგამოძიებო უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი ცესკო-სგან მოითხოვს, ხმების დათვლის პროცესში ბიულეტენები ვიდეო-კამერაში ისე ჩანდეს, რომ გარჩევადი იყოს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.