საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან. განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში გაერო-ს ოფისის საქმიანობაზე, მათ შორის, მოწყვლადი მოსახლეობის დახმარების, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მიმართულებით.
საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.