საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.