შეხვედრა ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის პრეზიდენტთან

12:28, 24.02.2020

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში; საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და მარშრუტების მართვის სფეროში.

მსგავსი